ქსელის უსაფრთხოების განსაზღვრება და განმარტება
ქსელის უსაფრთხოება აღნიშნავს ტექნოლოგიებს, პროცესებსა და მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება ნებისმიერი ქსელის, ქსელის ტრაფიკის და ქსელში წვდომადი აქტივების კიბერშეტევებისგან, არასანქცირებული წვდომისგან და მონაცემთა დაკარგვისგან დასაცავად. მცირე ბიზნესიდან უდიდეს საწარმომდე, თითოეულ ორგანიზაციას და ყველა დარგში მოღვაწე, მომსახურების გამწევ ორგანიზაციებს სჭირდება ქსელის უსაფრთხოება, რათა სწრაფად მზარდი ტიპის შეტევისგან დაიცვან კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივები და ინფრასტრუქტურა.
ქსელის უსაფრთხოებამ მრავალდონიანი მიდგომით აუცილებლად უნდა დაიცვას ქსელის ბევრი კიდურა / პერიფერიული ნაწილი და ასევე შიდა ქსელი. დაუცველი წერტილები არსებობს ყველგან – დაწყებული მოწყობილობებიდან და მონაცემთა გადაცემის მარშრუტით და დასრულებული აპლიკაციებითა და მომხმარებლებით. იმის გამო, რომ ორგანიზაციები აწყდება ასე ბევრ პოტენციულ საფრთხეს, შეიქმნა ასობით ქსელის უსაფრთხოების მართვის პროგრამული აპლიკაცია, რომლებიც გამიზნულია ცალკეული საფრთხის ან მავნე / საზიანო კოდისთვის ან მხარს უჭერს სხვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს, როგორიცაა უწყვეტი შესაბამისობა. ორგანიზაციებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ქსელის უსაფრთხოების პროგრამულ აპლიკაციებს, რომლებიც მათ იცავს მრავალი საფრთხისგან პლატფორმული მიდგომის გამოყენებით, რაც თავის მხრივ პრიორიტეტს ანიჭებს ინტეგრირებასა და ავტომატიზაციას.
Fortinet-ის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული კომპიუტერული ქსელი
Fortinet-ის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული კომპიუტერული ქსელის სტრატეგია მჭიდროდ აერთიანებს ორგანიზაციის ქსელის ინფრასტრუქტურასა და უსაფრთხოების სისტემის არქიტექტურას, რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს ქსელს, უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაუყენებლად, განიცადოს მასშტაბისა და სხვა ცვლილება. აღნიშნული შემდგომი თაობის მიდგომა არსებითია დღევანდელ მაღალდინამიურ გარემოებში არა მარტო მაღალი მოქნილობის მქონე პერიმეტრებზე თავისი მდგრადი / მუდმივი განხორციელებადობით, არამედ ასევე თავად ქსელის სიღრმეებში უსაფრთხოების დანერგვით.
ქსელის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი როლი
დღესდღეობით არსებული საფრთხის გარემო მუდმივად იცვლება. დაწყებული მომსახურების დაბლოკვის მიზნით წარმოებული განაწილებული შეტევით (DDoS) და დასრულებული გამოსასყიდის მომთხოვნი საზიანო პროგრამებით – კიბერშეტევების სიხშირე, მოცულობა და დახვეწილობა არ ნელდება. ყველა ორგანიზაცია საჭიროებს ქსელის უსაფრთხოებას, რადგან ქსელის ინფრასტრუქტურაში ისეთ მცირე ჩავარდნასაც კი, როგორიცაა წუთიერი უმოქმედობის / მოცდენის დრო ან დაყოვნება მომსახურების გაწევაში – შეუძლია ზიანი მიაყენოს ორგანიზაციის რეპუტაციას, ძირითად მომენტს ან გრძელვადიან რენტაბელობასაც კი. ხშირად, კატასტროფული კიბერშეტევები იწყება, როგორც უწყინარი შემოჭრა და აქედან გამომდინარე, თავიანთი სტატუსის შეუსაბამებლობის გამო, გვერდს უქცევენ ქსელის უსაფრთხოების პროგრამული აპლიკაციების პარამეტრებს და ეს უკანასკნელნიც ვერ იჭერენ მათ. ასეთ შეტევებს შეუძლია ორგანიზაციებს გადაახდევინოს უზარმაზარი ჯარიმები და შესაძლოა, სამუდამოდაც კი დახუროს ისინი.
ქსელის უსაფრთხოების პროგრამული აპლიკაციების, მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების ტიპები
ქსელის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია შემდეგი თაობის ფაიერვოლი (NGFW), თუმცა ქსელის ნამდვილად დასაცავად საჭიროა სხვა ტექნოლოგიებიც. ქსელის ეფექტური დაცვა მოითხოვს გლობალურ მიდგომას, რომელიც ფაიერვოლს აერთიანებს სხვა მნიშვნელოვან შესაძლებლობებთან. საქმე იმაშია, რომ ორგანიზაციის სხვადასხვა სახის შეტევებისგან დასაცავად, ქსელის ყველა კუთხეში ერთად (როგორც უსაფრთხოების ინტეგრირებულმა და ერთობლივმა პლატფორმამ) უნდა იმუშავოს მრავალდონიანმა მიდგომამ და უსაფრთხოების პროგრამულმა აპლიკაციებმა.
ფაიერვოლები (ქსელთაშორისი დამცავი ეკრანები)
ტრადიციული ფაიერვოლები არსებობს ათწლეულების მანძილზე და ორგანიზაციათა უმრავლესობა მათ იყენებს, როგორც სტანდარტული უსაფრთხოების მქონე პროდუქტს. თუმცა, როგორც გაიზარდა და განვითარდა საფრთხის მასშტაბი – ასევე განვითარდა ფაიერვოლის ტექნოლოგიაც. შემდეგი თაობის ფაიერვოლი (NGFW) სცდება ტრადიციული ფაიერვოლის პორტის / პროტოკოლის შემოწმებისა და ბლოკირების ტექნოლოგიის საზღვრებს და ამატებს აპლიკაციის დონეზე შემოწმების ფუნქციას, შეჭრის თავიდან აცილების სისტემასა (IPS) და გონივრულობას ფაიერვოლის გარეთ არსებულ წყაროების მხრიდან.
როგორც ტრადიციული, ასევე შემდეგი თაობის ფაიერვოლი (NGFW) იყენებს პაკეტების გაფილტვრას / სორტირებას (სტატიკურსაც და დინამიურსაც), რათა უზრუნველყოს ქსელთაშორისი კავშირების, ინტერნეტისა და თავად ფაიერვოლის უსაფრთხოება და ორივე მათგანმა შეძლოს ქსელისა და პორტის მისამართის გარდაქმნა ინტერნეტ პროტოკოლის (IP) ასახვისთვის. თუმცა, შემდეგი თაობის ფაიერვოლს (NGFW) შეუძლია პაკეტების გაფილტვრა / სორტირება აპლიკაციების მიხედვით, რა დროსაც იყენებს ვაითლისთინგს (დაშვებული აპლიკაციების სიის წარმოებას) ან საიდენტიფიკაციო კოდზე დაფუძნებულ, შეჭრის თავიდან აცილების სისტემას (IPS), რათა განასხვავოს უვნებელი (ანუ, უსაფრთხო) და პოტენციურად მავნე / საზიანო აპლიკაციები. არსებობს ბევრი სხვა განსხვავებაც, მაგრამ ერთი ძირითადი უპირატესობა ტრაფიციულ ფაიერვოლებს და შემდეგი თაობის ფაიერვოლს (NGFW) შორის არის, რომ ეს უკანასკნელი ბლოკავს მავნე / საზიანო პროგრამას და არ უშვებს ქსელში, რაც დიდი უპირატესობაა კიბერშემტევთა წინააღმდეგ და რომელი ფუნქციაც არ აქვს ძველი თაობის ფაიერვოლებს.გამოიკვლიეთ FortiGate-ს შემდეგი თაობის ფაიერვოლი (NGFW)
გლობალური ქსელი და ფილიალების დაცვა
დღეს, კომპანიათა უმრავლესობა ფლობს ოფისებს ან მსფოლიო მასშტაბით ინდივიდუალურ თანამშრომლებს, ხოლო დისტანციური მუშაობა ან სატელეფონო ქსელის გამოყენებით მუშაობა წარმოადგენს ერთგვარ მიმდინარეობას, რომელიც ბოლო დროს გამოიწვია COVID-19-ის პანდემიამ. ასეთ სამუშაო ადგილებში (რომლებიც ზოგჯერ მოიაზრება, როგორც ფილიალები) ქსელის უსაფრთხოება არ უნდა გახდეს მეორეხარისხოვანი საკითხი. ფილიალის ქსელის უსაფრთხოება აღნიშნავს ფილიალთა შორის ინტერნეტის ტრაფიკში მყოფი კორპორაციული რესურსების უსაფრთხოებას, რომელიც მოძრაობს სათავო ოფისს, ან მონაცემთა დამუშავების ცენტრსა და დისტანციურად დასაქმებულთა შორის. ამ განაწილებულ ადგილებს შორის ყოველთვის მოძრაობს დიდი მოცულობის მონაცემები. „ღრუბლის“ რეჟიმზე დაფუძნებული ისეთი აპლიკაციების სწრაფად დანერგვა და გამოყენება, როგორიცაა “G Suite”, “Office 365” და სხვა პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის, როგორც მომსახურების (SaaS) ინსტრუმენტები – აღნიშნავს სტაბილურ, უსაფრთხო ინტერნეტ-კავშირს სხვადასხვა მდებარეობის მქონე მომხმარებლებს შორის, რაც თავის მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მწარმოებლურობის შესანარჩუნებლად.
ტრადიციული გლობალური ქსელის (WAN) ტექნოლოგიები, როგორიცაა მრავალპროტოკოლიანი კომუტაცია ნიშნულების მიხედვით (MPLS) – დღესდღეობით მოთხოვნადი ინტერნეტის მოცულობისა და სიჩქარისთვის უკვე ძალიან ნელი და მოუხერხებელია. ამიტომაც, ბევრი ორგანიზაცია ირჩევს თანამედროვე პროგრამულ აპლიკაციებს, როგორიცაა პროგრამულად კონფიგურირებადი გლობალური ქსელი (SD-WAN), როგორც სრულად რეალიზებული ქსელის უსაფრთხოების ნაწილს, რომელიც მიეწოდება მსოფლიო მასშტაბით და ბევრი ფილიალის მდებარეობის მიხედვით. ბიზნეს-კავშირის განვითარებადი პლატფორმები, როგორიცაა უსაფრთხო წვდომის მომსახურების კიდე (SASE), პროგრამულად კონფიგურირებადი გლობალური ქსელის (SD-WAN) მიერ წარმოდგენილ მოქნილ კავშირს აერთიანებს სხვადასხვა უსაფრთხოების საჭიროებასთან დაწყებული ფაიერვოლი, როგორც მომსახურებით (FWaaS), წვდომის ნულოვანი ნდობის პრინციპებამდე.გამოიკვლიეთ Fortinet-ის პროგრამულად კონფიგურირებადი გლობალური ქსელი (SD-WAN)
შეჭრის თავიდან აცილების სისტემა (IPS)
ზუსტად ისე, როგორც თავისი სახელი გვთავაზობს, უსაფრთხო ვებ-გასასვლელი წარმოადგენს კონტროლის წერტილს, რომელიც ბლოკავს არასანქცირებულ ტრაფიკს და არ უშვებს ორგანიზაციის ქსელში. უსაფრთხო ვებ-გასასვლელი დგება ქსელში შემომავალ ყველა მონაცემებსა და ქსელიდან გამავალ ყველა მონაცემს შორის და ქმნის ერთგვარ ბარიერს მავნე / საზიანო ტრაფიკის წინააღმდეგ, რათა ამ უკანასკნელმა არ შეაღწიოს ქსელის ძირითად რესურსებში. უფრო დახვეწილი, უსაფრთხო ვებ-გასასვლელს შეუძლია ასევე თავიდან აიცილოს ორგანიზაციის ქსელიდან სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვა. უსაფრთხო ვებ-გასასვლელები უფრო მნიშვნელოვანი გახდა მთლიანი ქსელის უსაფრთხოებაში – განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კიბერშეტევები უფრო შემოქმედებითი და დახვეწილი გახდა, იყენებენ რა ცრუ ვებ-გვერდებსა და სხვა, ახალი სტანდარტების ინსტრუმენტებს.გამოიკვლიეთ FortiGate-ს შემდეგი თაობის ფაიერვოლი (NGFW)
დაცული კავშირის პროტოკოლის / დაცული მაერთებლების დონის (SSL) შემოწმება
დაცული კავშირის პროტოკოლის / დაცული მაერთებლების დონის (SSL) შემოწმება წარმოადგენს ქსელის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან კომპონენტს. SSL, ანუ დაცული კავშირის პროტოკოლის / დაცული მაერთებლების დონის შემოწმება ხელთ იგდებს HTTPS ვებ-გვერდის გავლით გადაცემულ ყველა ტრაფიკს, გაშიფრავს და ადგენს მავნე / საზიანო კონტენტს. ხშირად, ორგანიზაციები უსაფრთხო კავშირების დასამყარებლად თავიანთ ვებ-გვერდებზე იყენებენ SSL სერტიფიკატებს. თუმცა, SSL-ს აქვს უარყოფით მხარეც – დაშიფრვას ხშირად მიმართავენ თავდამსხმელები, რათა ამით დამალონ მავნე / საზიანო აპლიკაცია. შესაბამისად, ქსელის უსაფრთხოების პროგრამული აპლიკაციები, ძირითადი უნარის სახით აუცილებლად უნდა შეიცავდეს დაცული კავშირის პროტოკოლის / დაცული მაერთებლების დონის (SSL) შემოწმების ფუნქციას.გაიგეთ მეტი FortiGate-ს დაცული კავშირის პროტოკოლის დონის (SSL) შემოწმების შესახებ
აპლიკაციის ოპტიმიზაცია
პროგრამულად კონფიგურირებადი გლობალური ქსელი (SD-WAN) გთავაზობთ უფრო სწრაფ კავშირს, ხარჯების ეკონომიას და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურება) აპლიკაციების, ასევე ციფრული ხმოვანი და ვიდეო მომსახურებათა ეფექტურობას. თუმცა, პროგრამულად კონფიგურირებად გლობალურ ქსელსაც (SD-WAN) გააჩნია თავისი ნაკლი – განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება. პროგრამულად კონფიგურირებადი გლობალური ქსელის (SD-WAN) მიერ გამოყენებადი ზუსტად დადგენის ფუნქცია და გონივრული ბიზნეს-მეთოდები მნიშვნელოვანია ქსელის უსაფრთხოების სხვა საჭიროებისთვის – აპლიკაციის ოპტიმიზაციისთვის. ეს უკანასკნელი კი იყენებს სხვადასხვა ტექნიკას, რათა ააჩქაროს ქსელის მთლიანი ფუნქციონირების პარამეტრები და აღნიშნული განახორციელოს უსაფრთხოდ. გამტარუნარიანობის მოცულობის მონიტორინგი, აპლიკაციის კოდირება და ქსელში ლოდინის დროის გადამისამართება წარმოადგენს ზოგიერთ დაკავშირებულ ტექნიკას.
Cloud On-ramp (კავშირის მომსახურება მონაცემთა დამუშავების ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს „ღრუბლის“ რეჟიმის მიმწოდებელთან პირდაპირ კავშირს)
თანამედროვე ქსელის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია „ღრუბლის“ რეჟიმში უწყვეტი კავშირი. 2020 წლის ბოლოსთვის, ყველა საწარმოს სამუშაო დატვირთვის 80%-ზე მეტი იფუნქციონირებს „ღრუბლის“ რეჟიმში. შესაბამისად, ქსელის უსაფრთხოებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს „ღრუბლის“ რეჟიმის მიმწოდებელთან პირდაპირი კავშირის მომსახურების მქონე ვარიანტები, ასევე „ღრუბლის“ რეჟიმში კავშირის ოპტიმიზების შესაძლებლობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება „ღრუბლის“ რეჟიმთან სწრაფი, უსაფრთხო ადაპტაცია, ასევე SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურება) და IaaS (ინფრასტრუქტურა, როგორც მომსახურება) აპლიკაციებთან კავშირი.
ვირტუალური კერძო ქსელი (VPN)
ვირტუალური კერძო ქსელები წარმოადგენს კერძო ქსელის შესაქმნელად გამიზნულ ვირტუალურ კავშირს, რომელიც ინტერნეტში უსაფრთხოდ აკავშირებს ნებისმიერ საბოლოო მოწყობილობას და ამავე დროს, იცავს სენსიტიურ ინფორმაციას არასანქცირებული ხილვისგან ან უკანონოდ ხელში ჩავარდნისგან. ვირტუალური კერძო ქსელი (VPN) საბოლოო მოწყობილობის კავშირს კერძო სერვერის მეშვეობით მიმართავს იმგვარად, რომ როდესაც მონაცემები აღწევს ინტერნეტს – არ ჩანს, თუ რომელი მოწყობილობიდან გამოიგზავნა ის. მაღალი სისწრაფის კრიპტო ვირტუალური კერძო ქსელები აჩქარებს „ღრუბლის“ რეჟიმის მიმწოდებელთან პირდაპირ კავშირს, დისტანციურად მომუშავეთათვის უზრუნველყოფენ უკეთეს და უფრო დაცულ ინტერფეისს და ყველა ორგანიზაციას აძლევენ საშუალებას, შეინარჩუნონ სტაბილური უსაფრთხოების მეთოდი და შესაფერისი წვდომის კონტროლი ყველა კორპორაციული მომხმარებლებისთვის, აპლიკაციებისთვის და მოწყობილობებისთვის მიუხედავად მათი მდებარეობისა.
პერიმეტრული უსაფრთხოება
თანამედროვე დროის ქსელის უსაფრთხოების ნებისმიერ სხვა ასპექტთან ერთად ვითარდება პერიმეტრიული უსაფრთხოებაც. ჩვეულებრივ, ქსელის პერეიმეტრი მოიცავს პერიფერიულ ინფრასტრუქტურას, რომელიც დგას კორპორაციულ ქსელსა და საჯარო წვდომის ინტერნეტს შორის, ქმნის უსაფრთხო კონტროლს მათ შორის შემავალ და გამავალ ინფორმაციას შორის. შემდეგი თაობის ფაიერვოლები წარმოადგენს ამ პერიფერიული ინფრასტრუქტურის ტიპურ ნაწილს. ძლიერი პერიმეტრული უსაფრთხოება აუცილებლად უნდა მოიცავდეს ისეთ ფუნქციებს, როგორიც არის აპლიკაციის განსაკუთრებული ინფორმირებულობა და კონტროლი, მავნე / საზიანო კონტენტის მონიტორინგი და ბლოკირება, ასევე მთლიანი ტრაფიკის მართვა.
ჰიპერმასშტაბირებადი აპლიკაციები
დღესდღეობით ისე, როგორც არასდროს – ორგანიზაციები იყენებენ უფრო მეტ მონაცემებს, რომლებიც მაღალ სიჩქარეებზე გადაიცემა მსოფლიო მასშტაბით განაწილებულ ადგილებს შორის. ისეთმა ტექნოლოგიურმა მოვლენამ, როგორიცაა მე-5 თაობის მობილური კავშირი და ორგანიზაციათა საჭიროებამ, გადასცენ დიდი მოცულობის მონაცემები, რაც ხდება მაღალსიჩქარიან ელექტრონულ ვაჭრობაში, ტრანსპორტირებაში, ენერგიასა და წარმოებაში – შექმნეს ჰიპერმასშტაბირებადი აპლიკაციების საჭიროება. ყველა ეს განვითარება მოითხოვს შესაფერის უსაფრთხოების დაცვას.
ძალიან ხშირად, ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ მის ხელთ არსებული უსაფრთხოების ინსტრუმენტები ნაბიჯს ვერ უწყობს ჰიპერმასშტაბირებით მოთხოვნილ ტემპს, ხოლო Fargo-ს უსაფრთხოება იცავს მომხმარებლის ოპტიმალურ ინტერფეისს საშიში კომპრომისისგან. ჰიპერმასშტაბირებადი აპლიკაციები მოითხოვს განსხვავებულ აზროვნებას, ვიდრე ქსელის უსაფრთხოების ტრადიციული ინსტრუმენტები. ისინი საჭიროებს ქსელის შესაბამისი მასშტაბის ფაიერვოლებს და სხვა პროგრამულ აპლიკაციებს, რათა უპრეცენდენტო სიჩქარეებზე დაამუშავონ ასევე უპრეცენდენტო მოცულობის მონაცემი.
ქსელის ავტომატიზაცია
ქსელის ეფექტურობისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების მაქსიმიზი-რებისთვის, ქსელის ავტომატიზაცია იყენებს ქსელისა და უსაფრთხოების პროგრამის ინსტრუმენტებს. ავტომატიზაცია გამოიყენება კორპორაციული IT (ინფორმაციული ტექნოლოგიების) ინფრასტრუქტურის მრავალ ასპექტში, რათა შეამსუბუქოს ადამიანთა ჯგუფები და დიდად შეამცირონ ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომის შესაძლებლობა, რაც ჯერ კიდევ რჩება ქსელის უსაფრთხოების პრობლემებისა და შეფერეხებების წამყვან მიზეზად. კონფიგურაციის განახლებისთვის, ასევე სხვა ბევრი ფუნქციის შესასრულებლად მოუხერხებელი, ხელით შესასრულებელი პროცესების ნაცვლად ქსელის ავტომატიზაციის გამოყენება ამცირებს ქსელის მართვის მთლიან სირთულეს და შედეგად იძლევა ქსელის ძლიერ უსაფრთხოებას.
შესაბამისობა
შესაბამისობის მართვა სავალდებულოა ამ დროში, როდესაც სხვადასხვა ხელისუფლების მიერ წარმოების სფეროსა და რეგიონის მიხედვით დაწესებულია მონაცემთა საავტორო უფლებების რეგულაციები და შესაბამისობის სხვაგვარი კონტროლი. შესაბამისობის მართვაც ჩვეულებრივ ძალიან მოუხერხებელია, რომელიც მოიცავს ხანგრძლივ, ჯგუფზე ორიენტირებულ, ხელით შესასრულებელ პროცესებს და სამუშაოს მისაღებად, ანალიზისთვის და მონაცემთა ანგარიშგებისთვის იხარჯება კვირები და თვეები.
ქსელისა და უსაფრთხოების ჯგუფებს შეუძლიათ გადალახონ რთული და დამქანცველი აუდიტის პროცესები (რომლებიც ხშირად ბევრნაირ ჭრილში არ არის ეფექტური), რაც შესაძლოა განხორციელდეს შესაბამისობის ავტომატიზირებული თვალყურის დევნებითა და ანგარიშგებით, ასევე იმ ტექნიკების ინტეგრირებით, რომელთა ფარგლებშიც სხვა ქსელის უსაფრთხოება ფუნქციონირებს. თვალყურის დევნებისა და შესაბამისობის მონიტორინგის ძლიერ პროგრამულ აპლიკაციებს ასევე შეუძლიათ, შეაფასონ ქსელის გარემოები შესაბამისი დარგის ორიენტირებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესადარებლად, რითაც შესაბამისობის რისკების გაზომვას აქცევენ მარტივ პროცესად.
ქსელის უსაფრთხოება ბიზნეს-ორგანიზაციებისთვის
კორპორაციული ქსელის უსაფრთხოება
კორპორაციული ქსელის უსაფრთხოება დიდი და პერიფერიული ფილიალების მქონე საწარმოთათვის მოითხოვს ინტეგრირებულ, ავტომატიზირებულ, „ღრუბლის“ რეჟიმის მზადმყოფნ მიდგომას, რომელიც პრიორიტეტად სახავს კორპორაციული ქსელისა და თავისი აქტივების, მონაცემების დაცვას, ასევე დასაქმებულთათვისა და მომხმარებელთათვის კავშირისა და არაჩვეულებრივი მომხმარებლის ინტერფეისის შენარჩუნებას – კორპორაციული ქსელის უსაფრთხოება მხოლოდ კიბერდამნაშავეთა შეკავებას არ გულისხმობს. მოძველებული სისტემები, პატჩის მართვა, მასალის დაღლის სიგნალი და კიბერუსაფრთხოებისა და ქსელის უსაფრთხოების კვალიფიციურ თანამშრომელთა ნაკლებობა – ყველა ფაქტორია, რათა არჩეული იქნას სწორი ქსელის უსაფრთხოების პროგრამული აპლიკაცია. ყველაზე ცოტა, კორპორაციული ქსელის უსაფრთხოების სტრატეგია აერთიანებს აპარატურულ და პროგრამულ ინსტრუმენტებს; იგი მოიცავს ლოკალურ, ჰიბრიდულ და „ღრუბლის“ რეჟიმის წვდომის მოდელებს; მაქსიმალურად ზრდის დაცვას ფართო სპექტრის საფრთხეთაგან; არეგულირებს კორპორაციულ ქსელში შემავალ და გამავალ მონაცემს; მართავს ქსელში თუ ვის რაზე აქვს წვდომა.
მცირე ბიზნეს-საწარმოს ქსელის უსაფრთხოება
თავდამსხმელები ხშირად ირჩევენ მცირე ბიზნეს-საწარმოებს და იყენებენ გამოსასყიდის მომთხოვნ საზიანო პროგრამას, რადგანაც კარგად იციან, რომ მცირე ბიზნეს-საწარმოს ქსელის უსაფრთხოება ხშირად საშინლად არაადექვატურია. ყველა მცირე ბიზნეს-საწარმოსთვის მნიშვნელოვანია, აირჩიოს სწორი საშუალება (აპლიკაცია), რომელიც დაიცავს კომპანიის მონაცემებსა და აქტივებს, მათ შორის უსაფრთხო უსადენო ლოკალური ქსელი (Wi-Fi), ვირტუალური კერძო ქსელი (VPN), მრავალდონიანი იდენტიფიკაცია და ფილიალების ფაიერვოლები. „ღრუბლის“ რეჟიმზე დაფუძნებული, ცენტრალიზებული მართვა სასარგებლო წესებითა და მეთოდებით ასევე ამარტივებს მიმდინარე ოპერაციებს. ამგვარად, მცირე ბიზნეს-საწარმოებს შეუძლიათ სწრაფად დანერგონ ახალი ტექნოლოგია და შეინარჩუნონ ბიზნესის უსაფრთხო გარემო.
ქსელის უსაფრთხოების სისტემის ძიება
მაღალი ეფექტურობა
მაღალი ეფექტურობა
უსაფრთხოების საშიშროების დაზვერვა
დახვეწილი, მიზნობრივი შეტევები დიდი გამოწვევაა ქსელის უსაფრთხოებისთვის. სწორად შერჩეული ქსელის უსაფრთხოების პროგრამული აპლიკაციები შეძლებს ძალით განაახლოს უსაფრთხოების საშიშროების დაზვერვა, რათა ქსელი დაიცვას მავნე / საზიანო კოდებისგან, სუსტი წერტილებისგან, ნულოვანი დღის დაუცველობისგან (საზიანო პროგრამები, რომელთა მიმართაც დამცავი მექანიზმები ჯერ არ შემუშავებულა), ასევე ცნობილი და წინარე ჯერზე უცნობი შეტევებისგან.
ხილვადობა
ხილვადობა ქსელის უსაფრთხოების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა; თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ და მართოთ ის, რასაც ვერ ხედავთ. იმის გათვალისწინებით, რომ ციფრული ინფრასტრუქტურა უფრო ვრცელდება და ორგანიზაციები იყენებს როგორც ლოკალურ, ასევე „ღრუბლის“ რეჟიმზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურას – გაცილებით მეტია შესაძლებლობა, ასეთ ქსელებში არსებობდეს ქსელის უსაფრთხოების მკვდარი ზონები. აირჩიეთ პროგრამული აპლიკაცია, რომელიც შესაძლებლობიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ქსელის გარემოს საუკეთესო ხილვადობასა და კონტროლს.
სიმარტივე
ქსელის სირთულე უბრალო გამოწვევა კი არ არის, რომელსაც უნდა გაუმკლავდე – იგი უსაფრთხოების რისკიცაა. რთულ ქსელს უფრო მეტი შესასვლელი აქვს და მასზე ზემოქმედების მეტი შესაძლებლობაც – შეტევის დიაპაზონი იზრდება განაწილებული ინფრასტრუქტურისა და მაკრო-ტრენდების (მოიტანე საკუთარი მოწყობილობა – BYOD და ინტერნეტ საგნების ტექნოლოგია – IoT) გამო, რომლებიც ყოველწლიურად, კორპორაციულ ქსელში ქმნიან მრავალმილიონ ან უფრო მეტ კავშირს. ბიზნეს-ორგანიზაციებმა დაჟინებით უნდა აირჩიონ ცენტრალიზებული ქსელის მართვა, რომელიც გამოიყენებს ერთფენიანი / ერთპანელიანი ფანჯრის მართვის კონსოლს ძლიერ გაფანტულ გარემოებშიც კი, როდესაც ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტია გააქტიურებული. სიმარტივე ინფრასტრუქტურაში, ინსტრუმენტებში, მართვაში – შედეგად გვაძლევს ერთიანობაში უფრო უსაფრთხო ქსელს.